ანდრეი ჯუფალაკიანი
ელექტროენერგიის იმპორტი იანვარ-მარტში რეკორდულად მაღალი იყო
ეკონომიკა

ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში იანვარ-მარტში რეკორდულად მაღალი იყო. ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 3 თვეში იმპორტმა შარშანდელ 12-თვიან მაჩვენებელს გადააჭარბა.
კერძოდ, 2017 წლის იანვარ-მარტში იმპორტი 740.1 მლნ კვტ.სთ იყო, შარშან კი მთელი წლის განმავლობაში 478.94 მლნ კვტ.სთ. იმპორტი საქართველოს მეზობელი 3 ქვეყნიდან განხორციელდა - აზერბაიჯანიდან (476 მლნ კვტ.სთ), რუსეთიდან (196.97 მლნ კვტ.სთ) და სომხეთიდან (75.9 მლნ კვტ.სთ).
საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტმა 3 თვეში მხოლოდ 1 მლნ კვტ.სთ შეადგინა. ტრანზიტმა აზერბაიჯანიდან თურქეთში კი 29.9 მლნ კვტ.სთ.
ესკო-ს მონაცემებით, იმპორტი აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან მიმდინარეობს აპრილშიც.





