13 აპრილი 2017, 22:13
ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან შემოდის
ეკონომიკა

გაზიარება
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის მარტში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით 112 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც 2016 წელთან შედარებით 23 %-ით მეტია; იანვარ-თებერვალში - 290 მილიონი დოლარი, რაც 2016 წელთან შედარებით 19 %-ით მეტია.
გზავნილების უმთავრესი წყარო უცხოეთში ემიგრირებული მოქალაქეები არიან.
2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემები:
რუსეთი - 95 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით - 21 %
აშშ - 31.4, 17 %
საბერძნეთი - 30.9, 13 %
იტალია - 30.6, 8 %
თურქეთი - 23, 28 %
ისრაელი - 22.5, 49 %
ესპანეთი - 7.2, 5 %
გერმანია - 7, 1 %
უკრაინა - 5.6, 21 %
აზერბაიჯანი - 3.7, 32 %





