ირმა ებრალიძე
იანვარ-მარტში ექსპორტი 30%-ით გაიზარდა
ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ექსპორტის მონაცემებით, ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან ბაზარი სტაბილური ხდება, შესაბამისად, მოთხოვნაც მდგრადია.
"წელს, პირველი 3 თვის განმავლობაში ექსპორტის 30-პროცენტიანი ზრდა გვაქვს, რაც აბსოლუტურ მაჩვენებლებში 133 მილიონზე მეტია. მარტში ტურიზმში - 22 %. ველოდებით, რომ მარტის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც პოზიტიური იქნება", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
2016 წელთან შედარებით, 2017 წლის იანვარ-მარტში ექსპორტი 30 %-ით, 133.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 577 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტი - 15%-ით, 221.2 მლნ აშშ დოლარით და 1 708 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. გაზრდილია საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18 %-ით და 2 285 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.





