Imedi
ეროვნული საინვესტიციო სააგენტო უქმდება
ეკონომიკა

გიორგი გახარია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაცია და მისი ფუნქციების სამინისტროს სსიპ "აწარმოე საქართველოში" გადასვლა ადმინისტრაციული ხარჯების ეფექტურად ხარჯვის მიმართულებით გადადგმული სერიოზული ნაბიჯია.
"ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობდა 25 ადამიანი, ახლა იმუშავებს - 7, დანარჩენი რეორგანიზაციის ფარგლებში გათავისუფლდნენ. იქნება სისტემური მუშაობა, დიდი სააგენტო, სხვადასხვა ფუნქციებით - საინვესტიციო, ვაჭრობის და "აწარმოე საქართველოში" მიმართულებებით", - განმარტა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს უკვე წარედგინა.
"აწარმოე საქართველოში"-ს ექნება უფლება, 2017 წლის ბიუჯეტით მისთვის განსაზღვრულ ფინანსებთან ერთად, განკარგოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსთვის განსაზღვრული საბიუჯეტო ასიგნებები.





