ანდრეი ჯუფალაკიანი
4 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველო-უკრაინის კომისია შეიკრიბა
ეკონომიკა

4 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოსა და უკრაინას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა გააქტიურდება. კიევში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრა საქართველოს ვიცეპრემიერმა კახი კალაძემ და უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროინტეგრაციის საკითხებში ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ გახსნეს. შეხვედრაზე ისაუბრეს ენერგეტიკულ, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურულ, სატრანსპორტო, განათლების, ჯანდაცვისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
უკრაინის ვიცეპრემიერი იმედოვნებს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით. საქართველოს ვიცე-პრემიერმა ისაუბრა საქართველოსა და უკრაინას შორის უკვე არსებულ ურთიერთობებზე. კალაძე ასევე დარწმუნებულია, რომ მხარეები ევროპული ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებშიც ითანამშრომლებენ.





