imedi
"დარიალი ჰესი" საქართველოს ტურისტული მიმართულებების სიაში შევა
ეკონომიკა
პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, "დარიალი ჰესი" საქართველოს ტურისტული მიმართულებების სიაში შევა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ეს არის უნიკალური და ძალიან საინტერესო მიწისქვეშა ნაგებობა, რომელიც რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა უნდა ნახოს.
"ბევრ ქვეყანაშია ასეთი პრაქტიკა, რომ მსგავს მაღალტექნოლოგიურ საინჟინრო ნაგებობებს აჩვენებენ როგორც ტურისტებს, ასევე ახალგაზრდებს, მოსწავლეებს და მინდა, ყველამ ნახოს, რამდენად რთული სამუშაო შესრულდა დღეს, ჩვენს თანამედროვე საქართველოში, ჩვენი კომპანიების მონაწილეობით. ეს არის ნამდვილად საამაყო საქმე და მინდა, მოგიწოდოთ, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ნახოს ეს ძალიან დიდი მიღწევა, რაც დღეს საქართველოში განხორციელდა", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.





