თბილისი
19 იანვარი 2017
მთავარი
გადაცემები
ჩვენ შესახებ
კონტაქტი
რეკლამა
ზაზა ფაჩულია NBA All Star-ის შუალედურ რეიტინგში მეორე ადგილზეა
00:18 06-01-2017

NBA All Star-ის პირველი შუალედური შედეგები გამოქვეყნდა. დასავლეთ კონფერენციაში "გოლდენ სტეიტის" ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია 439 675 ხმით მეორე ადგილზეა. პირველ ადგილს კევინ დურანტი 541 209 ხმით იკავებს.

გასულ წლებში სასტარტო ხუთეულების გამოვლენა მხოლოდ გულშემატკივრების ხმებით ხდებოდა, თუმცა წელს ეს პრინციპი შეიცვალა. ხმების 50% გულშემატკივართა აქტიურობაზეა დამოკიდებული, 25-25 პროცენტი კი კალათბურთელებისა და ჟურნალისტების არჩევანიდან გამომდინარე გადანაწილდება.

ხმის მიცემა ზაზა ფაჩულიასთვის 16 იანვრის ჩათვლით არის შესაძლებელი.

ბოლო სიახლეები
არ გამოტოვოთ