თბილისი
17 იანვარი 2017
მთავარი
გადაცემები
ჩვენ შესახებ
კონტაქტი
რეკლამა

ტელეკომპანია ‘იმედი’ 2001 წელს დაარსდა და მაუწყებლობს 2003 წლის 15 მარტიდან.

დღეისათვის ტელეკომპანია ‘იმედი’ საქართველოს სატელევიზიო სივრცის ლიდერია და მაყურებლის დიდი ნდობითა და ინტერესით სარგებლობს. კომპანიის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე ტელეკომპანია ‘იმედის’ კონსულტანტები იყვნენ: ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი, ამერიკული საკონსულტაციო კომპანია ‘Quadrant Entertainment Group’ და ნორვეგიული კომპანია ‘Teleplan’. ტელეკომპანია ‘იმედი’ აღჭურვილია უახლესი თაობის ტექნიკით და საქართველოს ტერიტორიას უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სატელევიზიო სიგნალით.

ქართულ ტელე-სივრცეში, პირველად სწორედ ტელეკომპანია ‘იმედმა‘ დაიწყო ლიცენზირებული პროდუქციის ჩვენება. ჩვენს მიერ ოპერატიულად და ობიექტურად გაშუქებულ ახალ ამბებს მაყურებელი მთელი დღის განმავლობაში ეცნობა. ახალი ამბების გარდა, ჩვენ ვთავაზობთ მაყურებელს მსოფლიოში პოპულარული სატელევიზიო ფორმატების ადაპტირებულ ვერსიებს, ქართულ და უცხოურ მხატვრულ ფილმებს, ტელესერიალებს, დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმებს, ასევე, მსოფლიო მნიშვნელობის კინო, მუსიკალური და სხვა სახის დაჯილდოების ცერემონიების პირდაპირ ეთერში ტრანსლაციას.

ჩვენ უარს ვაცხადებთ არალიცენზირებული პროდუქციის ტელე-ეთერში გაშვებაზე და მივიჩნევთ, რომ ტელეკომპანიის ინტერესებისათვის აუცილებელია წამყვან ვიდეო, მუსიკალურ და კინო პროდუქციის მომწოდებლებთან სამართლებრივი ურთიერთობების დამყარება.

ჩვენ მუდმივად თვალს ვადევნებთ და ვითვალისწინებთ სატელევიზიო ინდუსტრიის მიმდინარე მოთხოვნებს, მოვლენების დინამიკურ განვითარებასა და საზოგადოების დაკვეთას და ვართ მუდმივი განახლებისა და ძიების პროცესში.

ჩვენი მიზანია, საქართველოს თითქმის მთელს ტერიტორიაზე ტელესიგნალის გავრცელება და რაც შეიძლება ფართო აუდიტორიისათვის საინტერესო კონტენტის შექმნა, ასევე წარმოდგენილი პროდუქციის მაღალი ხარისხის შენარჩუნება, და ჩვენს მომწოდებლებთან და არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების დამყარება.

 

ტელეკომპანია "იმედი"-ს თანამგზავრიდან მაუწყებლობის მონაცემები.

Turksar 42 degree east
Freq. 11472 MHz
tp 17
Pol H
S/R 23450
FEC 5/6

 

 

არ გამოტოვოთ