

|
ეთერშია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 12:30 საათზე საუბარი, მსჯელობა, კამათი, ჭორაობაც კი - მოკლედ, ვერბალური კომუნიკაციის ნებისმიერ ფორმას მხოლოდ "იმედის" პროექტში - "დღის შოუში" შეხვდებით. ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით დოდო ხურცილავა , ნანიკო ხაზარაძე და ია ფარულავა , სამი განსხვავებული ასაკის, შეხედულებებისა და ფასეულობების მქონე ქალი, თქვენთვის საინტერესო თემებზე საუბრობენ. პარასკევს კი, "დღის შოუს" თანაწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე ხელოვანებს მასპინძლობს. რაზე? ყველაფერზე! - დაწყებული პირადი, ქალური ისტორიებით, აქტუალური სოციალური პრობლემებით დამთავრებული. ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, "დღის შოუ" პირდაპირ ეთერშია. ყოველთვის განსაკუთრებულ სტუმრებთან ერთად, რომლებიც შოუს თავისუფალ და ინტიმურ გარემოში სულ სხვა, აქამდე თქვენთვის უცნობი კუთხით წარმოჩინდებიან. შემოგვიერთდით, ერთად ვისაუბროთ კომპლექსების გარეშე! | |

